თბილისი
განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025 წლის გაზაფხული
მისამართი: Pullman Hotel
თარიღი: 15/03/2025
დრო: 13:00 - 17:00
რეგისტრაციის ფორმა
Please enable JavaScript in your browser to complete this form.
Name
დეტალი
მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო და მშობლებო! მოხარული ვართ გაცნობოთ, StudyCare-ის მიერ გამართული განათლების საერთაშორისო გამოფენის დეტალები! ეს უპრეცედენტო შესაძლებლობაა აღმოაჩინოთ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობები, დაუკავშირდეთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს და აქციოთ თქვენი დიდი ხნის აკადემიური ოცნება რეალობად!

რას გთავაზობთ?

მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებს ამერიკის, ევროპისა და დიდი ბრიტანეთის მასშტაბით.
პერსონალური გასაუბრება უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.
ინფორმაცია საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, სასკოლო, საზაფხულო და ენის შემსწავლელი პროგრამების შესახებ.
სტუდენტზე მორგებული კონსულტაცია და რჩევები ფინანსურ დახმარებასთან, სავიზო თუ სააპლიკაციო პროცესსა და სხვა საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და თქვენ შეგეძლებათ დაესწროთ განათლების საერთაშორისო გამოფენას სრულიად უფასოდ! გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაცია სავალდებულოა, თუმცა დასწრება თავისუფალია ასაკის განურჩევლად!

არ გამოტოვოთ უნიკალური შესაძლებლობა უზრუნველყოთ თქვენი აკადემიური მომავალი საზღვარგარეთ! დარეგისტრირდით ახლავე და მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ჩვენი სოციალური მედიისა და ვებ-საიტის მეშვეობით!

გალერეა
ხშირად დასმული კითხვები

გამოფენებში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია. ჩვენს ვებგვერდზე არსებული სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ მონაწილეობა გამოფენებში.

დიახ, გამოფენებში მონაწილეობა სრულად უფასოა. შეგიძლიათ უფასოდ შედგეთ უნივერსიტეტების, ენის სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სტენდებზე, მიიღოთ ინფორმაცია და მიიღოთ კონსულტაცია საბუთების შემოტანის პროცესის შესახებ.

Study Care-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებში მონაწილეობენ უნივერსიტეტები, ენის სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. სრულ ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული „გამოფენაში მონაწილეთა“ ბმულიდან.

გამოფენებზე შეგიძლიათ შეიტყოთ დეტალური ინფორმაცია ბაკალავრის, მაგისტრის, სადოქტორო, ენის სასწავლო და სხვა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.

გამოფენის პროგრამა და მონაწილე ორგანიზაციების ჩამონათვალი გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე. იქ შეგიძლიათ გაიგოთ, რომელი უნივერსიტეტები და დაწესებულებები მიიღებენ მონაწილეობას.

გირჩევთ, გამოფენაზე მოსვლამდე განსაზღვროთ რომელი ქვეყანა, ქალაქი, უნივერსიტეტი ან დაწესებულება გაინტერესებთ და მოამზადოთ თქვენსთვის საინტერესო კითხვები.

არა, გამოფენებში მონაწილეობისათვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. საშუალო სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დასაქმებულ პირებს შეუძლიათ ჩვენი საგანმანათლებლო გამოფენებში მონაწილეობა.

შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ინჟინერიის, მედიცინის, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის მართვის, ხელოვნების, ენის სასწავლო პროგრამებისა და სხვა მრავალ სფეროს შესახებ.