კარიერის შექმნას საფუძველი შეგიძლიათ მაშინაც ჩაუყაროთ, როდესაც ჯერ კიდევ ბაკალავრიატს სწავლობთ. რა შეგიძლიათ ისწავლოთ საზღვარგარეთ? ეს შესაძლოა 5 ჯგუფისგან გამოვყოთ: ენის სკოლა, საზაფხულო სკოლა, ბაკალავრიატი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ შესაბამისი პროგრამა თქვენი სამომავლო მიზნებისდა მიხედვით.
- ენის სკოლა
- საზაფხულო სკოლა
- ბაკალავრიატი
- მაგისტრატურა
- დოქტორანტურა
ენის შემსწავლელი სკოლები საზღვარგარეთ
თუ უცხოეთში ენის შესწავლა გსურთ, უნდა აირჩიოთ ენის შემსწავლელი სკოლა .ენის შესწავლა სხვა ქვეყანაში ნიშნავს ამ ენის შესწავლას მის კულტურასთან ერთად. თქვენ საუბრობთ იმ ენაზე, რომლის სწავლა გსურთ უფრო თავისუფლად.
შეგიძლიათ აირჩიოთ ენის სკოლა საზღვარგარეთ არა მხოლოდ ახალი ენის შესასწავლად, არამედ მრავალი მიზნისთვის, როგორიცაა თქვენთვის ცნობილი ენის გაუმჯობესება ან პროფესიონალური ენის შესწავლა.
უცხოენოვანი სკოლები არის აკრედიტებული და მრავალეროვნული სკოლები, რომლებიც დამტკიცებულია იმ ქვეყნის განათლების სამინისტროს მიერ, სადაც ისინი მდებარეობს. ეს არის დაწესებულებები, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ 2 კვირიდან 52 კვირამდე.
ენის სასწავლებლის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ რომ აირჩიოთ ის ენა, რომელზეც თქვენს მიერ არჩეული ქვეყანა საუბრობს, რადგან მოგვიანებით ურთიერთობებიდან და ყოველდღიურ ცხოვრებაში იგივე ენის გამოყენებით შეძლოთ დახვეწოთ თქვენი საუბარი: მანერა, აქცენტი, გრამატიკა.
შესაძლებლობა გაქვთ განსაზღვროთ უცხოენოვანი სკოლის ხანგრძლივობა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ენის კურსის გავლა 3 კვირიდან - 2 თვემდე.
საზაფხულო სკოლა საზღვარგარეთ
გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს შეუძლიათ ისარგებლონ საზაფხულო სკოლაში სწავლის შესაძლებლობით საზღვარგარეთ. ეს ასაკობრივი დიაპაზონი 7-დან 18 წლამდეა. გარდა ენობრივი განათლებისა, საზღვარგარეთ ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლის მიზანია სხვადასხვა კულტურის გაცნობა და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან დამეგობრება. ამ გზით ბავშვებისთვის ახალი ჰორიზონტები იხსნება და იცვლება მათი პერსპექტივები სამყაროზე.
შეგიძლიათ საზაფხულო სკოლები საზღვარგარეთ წარმოიდგინოთ , როგორც განათლება და დასვენება. საზაფხულო სკოლები ბავშვებს არა მხოლოდ ინგლისური ენის კლასებს, არამედ უამრავ გასართობ და შემეცნებით აქტივობებსაც სთავაზობენ.
სხვა ქვეყანაში ცხოვრება, ოჯახიდან მოშორებით, განათლების მიღება და სხვადასხვა კულტურების შესწავლა მშვენიერ მოგონებებს და გამოცდილებას ტოვებს მეხსიერებაში, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
საბაკალავრო განათლება საზღვარგარეთ
სკოლის დასრულების შემდეგ გასაკვირი არ იქნება, თუ საზღვარგარეთ სწავლი სურვილი დაგეუფლებათ. სააპლიკაციო განაცხადები მრავალფეროვანია, ისევე როგორც აპლიკანტთა რაოდენობა. უნივერსიტეტებისთვის უფრო პრიორიტეტული არიან სტუდენტები, რომელთაც ჯერ კიდევ სკოლაში აქვთ IB ან A Level პროგრამების განათლება მიღებული, ამიტომ თუ სკოლა ჯერ კიდევ არ დაგისრულებიათ შეგიძლიათ ამ პროგრამებს შეუერთდეთ და ერთი ნაბიჯით დაუახლოვდეთ თქვენს საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
საბაკალავრო პროგრამები მრავალფეროვანია. საზღვარგარეთ საბაკალავრო განათლება არ არის მოკლევადიანი, როგორც ენის სკოლა ან საზაფხულო სკოლა. საზღვარგარეთ საბაკალავრო განათლების ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად: ზოგიერთ ქვეყანაში 3 წელია, ზოგიერთ ქვეყანაში 4 წელი.
ხარისხიანი განათლების მიღება ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ აყალიბებს თქვენს მომავალს. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ აკადემიური განათლება საზღვარგარეთ ან იმუშაოთ საზღვარგარეთ სკოლის დამთავრების შემდეგ.
სამაგისტრო და სადოქტორო განათლება საზღვარგარეთ
მშობლიურ ქვეყანაში ბაკალავრის განათლების დასრულების შემდეგ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ისწავლოთ მაგისტრატურა ან დოქტორანტურა საზღვარგარეთ. უცხოეთში აკადემიური განათლების მიღება ახალ პერსპექტივას გაძლეთ და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას. საზღვარგარეთ სამაგისტრო ან სადოქტორო სწავლების შემდეგ, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა ამ ქვეყანაში.
თუ თქვენ გეგმავთ აკადემიური განათლების მიღებას საზღვარგარეთ, კარგად უნდა მოიძიოთ ინფორმაცია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ რათა გქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია მისაღები მოთხოვნების შესახებ. იმავე უნივერსიტეტში ადვილი შესაძლებელია მიღების მოთხოვნები განსხვავდებოდეს სხვადასხვა პროგრამებისათვის.
უცხოეთში აკადემიური განათლების მისაღებად, გამოცდის შედეგებით უნდა დაამტკიცოთ ენის ცოდნა. ამავდროულად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოგეთხოვოთ დაამტკიცოთ თქვენი ცოდნა იმ სფეროში, რომლის შესწავლაც გსურთ.