Თუ საზღვარგარეთ სწავლა შენი ოცნებაა და გინდა ეს ოცნება ინგლისში აიხდინო, სადაც 100-ზე მეტი მაღალრეიტინგული უნივერსიტეტია, შენთვის სასარგებლო იქნება ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გაგება. Ამ სტატიაში შევეცადეთ პასუხი გაგვეცა ყველა იმ კითხვაზე, რაც სტუდენტს შეიძლება გაუჩნდეს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით.
Რისი სწავლა შეგიძლიათ დიდ ბრიტანეთში?
- ინგლისური
- Ბიზნესის ადმინისტრირება
- Ეკონომია
- Კომპიუტერული მეცნიერება
- მენეჯმენტი და ფინანსები
- მათემატიკა
- საერთაშორისო მარკეტინგი
- კინოსა და სატელევიზიო წარმოება
- ნანოტექნოლოგია
- ინტერიერის არქიტექტურა
- Სამრეწველო ინჟინერია
- მოდა და მოდის დიზაინი
- ჟურნალისტიკა
- ინტერიერის არქიტექტურა
- Ინტერიერის დიზაინი
- ასტრონომია
- ასტრონომია და ასტროფიზიკა
- ხელოვნების მიმართულება
- გეოფიზიკა
- Საერთაშორისო ურთიერთობები
- სტატისტიკა
- სოციოლოგია
- გეოგრაფია
- ვიზუალური კვლევები
- თეატრისა და სასცენო წარმოდგენები
- ქვემოთ მოცემულია გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტების მისაღები მოთხოვნები, იმისათვის რომ გახდეთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტი:
- IELTS - ინგლისური ენის ცოდნის დონე
- საშუალო სკოლის დიპლომის შეფასება გარკვეულ დონეზე მაღლა
- კლასგარეშე აქტივობები (CV)
- A+ და IB დიპლომი
მიუხედავად იმისა, რომ განაცხადის პერიოდები შეიძლება განსხვავდებოდეს, ყველა უნივერსიტეტში სწავლა იწყება ყოველი წლის ოქტომბერში და თებერვალში.
Ამასთან, იმ შემთხვევაში თუ განაცხადის პერიოდის ბოლოს უნივერსიტეტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს დამატებით სტუდენტები, ისინი იწყებენ "clearing" period”-ს, რაც ნიშნავს, რომ მეტ სტუდენტს ექნება შესაძლებლომა კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლის.
გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტებში სწავლის ხანგრძლივობა
ბრიტანული უნივერსიტეტები, რომლებმაც მსოფლიოში სახე3ლი გაითქვეს განათლების მაღალი ხარისხით, სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან შედარებით, უმოკლეს დროში აწვდიან სტუდენტებს განათლებას. Კერძოდ:
- ბაკალავრიატი: 3 წელი (4 წელი, თუ საჭიროა foundation პროგრამა)
- Მაგისტრატურა: 1 წელი
- სადოქტორო პროგრამები: 3 წელი
ეს მოკლე, მაგრამ ხარისხიანი პერიოდები არის მიზეზი რატომაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველი სტუდენტები ირჩევენ ინგლისს.
სწავლის დროს მუშაობის შესაძლებლობა
სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ბრიტანულ უნივერსიტეტებში, სტუდენტური ვიზების წყალობით ეძლევათ შესაძლებლობა, იმუშავონ ნახევარ განაკვეთზე, კვირაში 20 საათამდე. ამავდროულად, უნივერსიტეტებში არსებული კარიერული განყოფილებები აქტიურად ეხმარებიან სტუდენტებს ნახევარ განაკვეთიანი სამსახურის პოვნაში.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მრავალი უნივერსიტეტი ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს სრულ განაკვეთიან, ანაზღაურებად სტაჟირებას, როგორც წესი, 1 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ ბოლო თვეებში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებმაც დაამთავრეს ბრიტანეთის უნივერსიტეტების ბაკალავრიატი, სამაგისტრო ან სადოქტორო ფაკულტეტები, მიენიჭებათ 2 წლიანი სამუშაო ვიზა.
ცხოვრების საშუალო ღირებულება
ინგლისში სტუდენტს შეუძლია საცხოვრებლის ანაზღაურება, საშუალო წლიური ღირებულებით 9000-დან 15000 ფუნტამდე, თუმცა ეს განსხვავდება საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით.
Ბრიტანეთში ცხოვრებისთვის საჭირო ინფორმაცია
- Ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტხანს რჩება, დარეგისტრირებული უნდა იყოს უცხოელებისთვის განკუთვნილ პოლიციის განყოფილებაში
- Უახლოეს ჯანდაცვის დაწესებულებაში თქვენი საბუთების წარდგენით და დარეგისტრირებით საშუალება გექნებათ ისარგებლოთ უფასო მკურნალობით, იმ შემთხვევაში თუ შეგექმნათ გადაუდებელი ჯანმრთელობის პრობლემა.
- Ასევე გაითვალისწინეთ, რომ ინგლისში ქირას და ხელფასს ყოველკვირეულად იხდიან.
- თუ გსურთ გაიაროთ კონსულტაცია ინგლისის მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში განათლების მიღებასთან დაკავშირებით, დააჭირეთ აქ.