იმის გამო, რომ საზღვარგარეთ სწავლა საკმაოდ საპასუხისმგებლო ნაბიჯია, დაბნეულობა და გაურკვევლობა სავსებით ნორმალურია. საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილების მიღებისთანავე უნდა დაიწყოთ კვლევა და შეადგინოთ თქვენთვის შესაფერისი გეგმა.
რატომ არის მნიშვნელოვანი გეგმის შექმნა?
იმისათვის , რომ საზღვარგარეთ სწავლა უპრობლემო იყოს თქვენ უნდა იცოდეთ პასუხი ბევრ კითხვაზე, მაგალითად, რა დონის განათლების მისაღებად ხართ მზად, რომელ უნივერსიტეტში გსურთ სწავლა, რა უნდა გააკეთოთ თქვენს ქვეყანაში უცხოეთში გამგზავრებამდე, რა სახის დოკუმენტების შეგროვება გჭირდებათ, სად გსურთ დარჩენა და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დიდ დაბრკოლებებთან მოგიწიოთ ბრძოლა და შედეგად ვერ მიიღოთ სრულფასოვანი განათლება. ამ პროცესში პროფესიონალური მხარდაჭერის მიღება ბევრად გაგიადვილებთ საქმეს და საშუალებას მოგცემთ გაითვალისწინოთ ის ფაქტორები, რომლებზეც აქამდე არ გიფიქრიათ.
როგორ უნდა შექმნათ საზღვარგარეთ განათლების მიღების გეგმა?
თქვენთვის სასარგებლო იქნება თუ გეგმას გაყოფთ ორ ეტაპად. პირველი ეტაპში გაითვალისწინებთ იმ დეტალებს, რომლებიც საზღვარგარეთ წასვლამდე უნდა განახორციელოთ, ხოლო მეორე ეტაპში იქნება ის საკითხები, რომლებზეც გამგზავრების შემდეგ იზრუნებთ.
- უპირველეს ყოვლისა, დეტალურად უნდა გამოიკვლიოთ ის უნივერსიტეტები, სადაც გსურთ სწავლა და გაეცნოთ თუ რას გთავაზობენ ისინი
- უნდა აირჩიოთ სასურველი ქვეყანა, რომელშიც გსურთ სწავლა. თქვენს მიერ არჩეულ ქვეყანაში სწავლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც განათლების ხარისხი.
- Შემდეგ ეტაპზე უნდა შეიტანოთ განაცხადი პასპორტის თაობაზე. პასპორტის გაცემის პროცესს ზოგჯერ შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს.
- პასპორტის განაცხადის შეტანის შემდეგ, უნდა დაიწყოთ ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების შეგროვება. პროფესიონალური მხარდაჭერის მიღება შეამცირებს საკონსულოში ვიზაზე უარის თქმის შანსებს და გაგიადვილებთ პროცესს.
- Საზღვარგარეთ წასვლამდე, აუცილებლად უნდა განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი.
- უნდა გადაწყვიტოთ თუ სად გსურთ დარჩენა (უნივერსიტეტის საცხოვრებელი/კამპუსი, კერძო სახლი, ნაქირავები ბინა და ა.შ) საცხოვრებლის უნივერსიტეტთან ახლოს არჩევა დაგეხმარებათ ტრანსორტირების თანხებს დაზოგვაში.
- Ამის შემდეგ უნდა მიმართოთ საკონსულოს და დაჯავშნოთ ვიზიტი ვიზის მისაღებად.
- Შემდეგ ეტაპზე უნდა განსაზღვროთ თუ რისი წაღება გსურთ საზღვარგარეთ (ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების დროს).
- უნდა გაეცნოთ ავიაბილეთის ფასებს და ბარგის ლიმიტს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები.
- Ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ იმ ქვეყნის კულტურა, სადაც მიემგზავრებით
Რას უნდა მიაქციოთ ყურაღება გამგზავრების შემდეგ:
- იმ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, სადაც ისწავლით, უნდა გაეცნოთ სატრანსპორტო მარშრუტებს და სატრანსპორტო საშუალებებს თქვენს საცხოვრებელსა და სკოლას შორის. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას აპირებთ, ასევე უნდა გქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და სად შეძლებთ ბილეთების შეძენას.
- თუ თქვენი მიზანია არა მხოლოდ განათლების მიღება, არამედ სხვადასხვა კულტურის გაცნობაცაა, შეგიძლიათ აირჩიოთ ის ქვეყნები, საიდანაც მოგზაურობა შეგიძლიათ უვიზოდ.
Გადაწყვეტილება სასწავლებლის არჩევასთან დაკავშირებით
Თქვენი აკადემიური ინტერესები და კარიერული მიზნები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია უნივერსიტეტის არჩევის დროს. Არასასურველ ფაკულტეტზე სწავლამ შესაძლოა ძალიან შეაფერხოს თქვენი წარმატება. Იმისათვის, რომ სწავლის პროცესში თავი კომფორტულად იგრძნოთ, საჭიროა თქვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, როგორიცაა სტაჟირების შესაძლებლობები, დაფინანსებები და ა.შ